კლინიკაში შევარდნილი სატვირთო ავტომანქანის შედეგად დაზარალებულთა მდგომარეობა მძიმეა

გუშინ, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ეზოში შევარდნილი სატვირთო ავტომანქანის შედეგად დაზარალებული 3 ადამიანის მდგომარეობა ამ დრომდე რთული რჩება. დაშავებულ ორ არასრულწლოვანს ოპერაცია დღეს ჩაუტარდება.

როგორც კლინიკის რეანიმატოლოგი აცხადებს, განსაკუთრებით საფრთხილოა დაშავებული  სამი პაციენტის მდგომარეობა.

“კლინიკაში რჩება 4 პაციენტი. სამი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ერთის ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ორ პაციენტთან იგეგმება ოპერაციული ჩარევა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. საკმაოდ რთული ოპერაციაა. ოთხივე პაციენტი კონტაქტურია”, – აცხადებს რეანიმატოლოგი.

შეგახსენებთ, რომ კრწანისში, ჰოსპიტალის ეზოში სატვირთო ავტომანქანა გუშინ შევარდა, მან რამდენიმე მსუბუქი მანქანა მოიყოლა. ორი ადამიანი გარდაიცვალა, არიან დაშავებულები.

მსგავსი თემები