თბილისის საშინელი ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა

  •  

13 ივნისის ტრაგედიიდან 6 წელი შესრულდა. თბილისში, ზოოპარკის მიმდებარედ მომხდარ ტრაგედიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  ორი დაკარგულის ცხედარი კი ამ დრომდე ვერ იპოვეს. ათასობით ადამიანი კი დაზარალდა.

სტიქიამ, რომელიც მეწყერმა გამოიწვია, როგორც მოსახლეობას, ისე დედაქალაქს დიდი ზიანი მიაყენა. ასევე განადგურდა თბილისის ზოოპარკი, დაიხოცნენ ცხოველები, დაიტბორა „მზიური.“

ამ დღეს ყველა მწუხარებით იხსენებს, თუმცა, ამავდროულად ეს იყო დღე, როცა ტრაგედიამ და დიდმა ტკივილმა ახალგაზრდები გააერთიანა, ერთად დადგნენ და ყველანი დიდი ენთუზიაზმითა და შემართების შეიკრნენ ტრაგედიის აღმოსაფხვრელად და დაზარალებულთა დასახმარებლად.   

მსგავსი თემები