საფრანგეთი ფინანსური დახმარების სახით საქართველოს 483 მილიონ ევროს გადმოსცემს

  •  

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საფრანგეთი საქართველოს დახმარების სახით, 483 მილიონი ევრო გადმოსცემს. 

“საფრანგეთმა ფინანსური დახმარების სახით საქართველოს 483 მილიონი ევრო გადმოსცა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. აქედან 33 მილიონი ევრო არის გრანტი, რომელიც გადაეცემა საქართველოს მთავრობას. ჩვენ ბრწყინვალე თანამშრომლობა გვაქვს საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან. ამ სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. მე ასევე მინდა აღვნიშნო საფრანგეთის მთავრობის დახმარება, განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის პერიოდში და ახლა უკვე პოსტ პანდემიის შემდეგ,”- აღნიშნა პრემიერმა . 

საფრანგეთი გაანახლებს საქართველოში განვითარების პროექტების მხარდაჭერას ახალი 2021-2023 წლის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.

ინვესტიცია მიმართულია ოთხ მთავარ სექტორზე, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებთან და ევროპის გუნდის (Team Europe) ინიციატივებთან შესაბამისად:
• წყლის რესურსების მართვა, ირიგაცია, სოფლის მეურნეობა
• ურბანული განვითარება და სატრანსპორტო კავშირები
• ენერგეტიკა
• სოციალური კეთილდღეობა და ჯანდაცვა

მსგავსი თემები