“ოლიგარქმა დაიწყო რეპრესიების ახალი ტალღა, მოვუწოდებ ოპოზიციას, გამოაცხადეთ ბოიკოტი და დატოვეთ პარლამენტი” – შალვა ნათელაშვილი

  •  

პარტიების დაფინანსების კანონპროექტს ეხმაურება “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერიც. შალვა ნათელაშვილი აღნიშნულ ინიციატივას არაკანონინერს უწოდებს და მოუწოდებს პარლამენტში შესულ ოპოზიციურ სპექტრს, დატოვონ საკანონმდებლო ორგანო.

“პლენარული სხდომა პარლამენტისა იხილავს ფაქტობრივად “ლეიბორისტული პარტიის” საქმიანობის აკრძალვის თაობაზე კანონს, რომლის თანახმადაც ჩვენ გვერთმევა ის მათხოვრული დაფინანსებაც, რომელიც დაგვიტოვა მილიარდერმა ივანიშვილმა. მოვუწოდებ პარლამენტში შესულ ოპოზიციას, რადგან ოლიგარქმა დაიწყო რეპრესიების ახალი ტალღა, გამოაცხადეთ ბოიკოტი და დატოვეთ პარლამენტი,”- განაცხადა შალვა ნათლაშვილმა. 

მსგავსი თემები