“პარლამენტში აშკარად გვჭირდება ფსიქოლოგიც და ფსიქიატრიც” – ირმა ზავრადაშვილი

  •  

„პარლამენტში აშკარად გვჭირდება ფსიქოლოგიც და ფსიქიატრიც“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვლისას ისაუბრა.

„როგორც ჩანს, ადმინისტრაციასთან მექნება თხოვნა, სიტუაცია ისე მიდის, რომ შტატის დამატებაზე იქნება ინიციატივა გასაკეთებელი, იმიტომ, რომ აშკარად გვჭირდება ფსიქოლოგიც და ფსიქიატრიც პარლამენტში”, – თქვა დეპუტატმა.

პარლამენტში მეორე მოსმენით მიმდინარეობს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონპროექტის განხილვა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისთვის დაფინანსების წესის ცვლილებას გულისხმობს.

კანონპროექტის თანახმად, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს.

მსგავსი თემები