4 თვიანი პატიმრობა საფრანგეთის პრეზიდენტთვის სილის გაწვნისთვის

მამაკაცს, რომელმაც საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს სილა გააწნა, 4 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

ის 28 წლის დამიან ტარელი  აღმოჩნდა – როიალისტი, ისტორიული რეკონსტრუქციების მოყვარული და კონსერვატორი. საფრანგეთის პრეზიდენტზე თავდასხმის დროს მან შუა საუკუნეების საბრძოლო შეძახილი “Montjoie Saint Denis!” გამოიყენა.

სასამართლოში კითხვაზე. თუ რატომ დაესხა თავს პრეზიდენტს, დამიან ტარელმა განაცხადა, რომ მას რაიმე გამორჩეულის გაკეთება სურდა, თავდაპირველად ის კვერცხის ან ტორტის სროლას ფიქრობდა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა. მისი თქმით, როდესაც “მაკრონის მატყუარა მზერას” შეხედა ინსტიქტურად სილა გააწნა. ტარელის თქმით, ის საკუთარ თავს ყვითელჟილეტიანების მხარდამჭერად მიიჩნევს და პრეზიდენტთან დაკავშირებით მათ მოსაზრებებს იზიარებს.

შეგახსენებთ, რეგიონალური ტურნეს დროს, მოსახლეობასთან ერთ-ერთი შეხვედრისას, ემანუელ მაკრონს ახალგაზრდა მამაკაცმა სილა გააწნა. პრეზიდენტი ადგილს მალე განარიდეს, თავად მამაკაცი კი პოლიციამ დააკავა.

მსგავსი თემები