“ჩამოვიდეს და შემხვდეს, მერე გადაიღეთ, ბოდიშებს მომიხდის თუ არა” – მეუფე იაკობი სააკაშვილზე

თანამდებობაზე რომ დაენიშნათ, მოქალაქეობა გასცა. მე ჩემი ქვეყნისთვის თავსაც ვდებდი ხოლმე და სისხლიც დამიღვრია მრავალი ლიტრა. რომ გარბიხარ და იქედან მელაპარაკები, ლენინი ხარ ფინეთში?! – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განუცხადა. როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, საზოგადოება ბელადომანიას უნდა მოეშვას. „მიშა რომ ჩემზე რაღაცეებს ამბობს, თან ქვეყანაში პირველკაცობა რომ გინდა და მობრუნება, იქედან რომ გვეუხეშები, კარგად გაიხსენოს მაგან, პრეზიდენტი რომ იყო, თუ მიბედავდა რამეს აქ. იქ დამალული რომ არის ახლა, ჩამოვიდეს და შემხვდეს. მერე გადაიღეთ ჩვენი შეხვედრა, ბოდიშებს მომიხდის თუ არა. გაქცეული როცა ხარ, რა ვქნა?!…

მეტი...

“გუშინ ჩემს სასამართლოზე რა მოხდა ვინმემ ხომ არ იცით?” – ირაკლი ოქრუაშვილი

გუშინ საქალაქო სასამართლოში, ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი იყო ჩანიშნული, ე.წ რობაქიძის საქმეზე, თუმცა სასამართლოს შემდეგ ინფორმაცია აღარ გაუვრცელებია. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: „გუშინ ჩემს სასამართლოზე რა მოხდა ვინმემ ხომ არ იცით? … არ დავდივარ სპეციალურად ორი მიზეზის გამო. ერთი, ისეთი საცობებია დიღომში გასვლას პარიზში გაფრენა ჯობია და მეორე, მიშა ქარელი უნდა მოიყვანონ მოწმედ და მეშინია მაგის დაკითხვისას ინტელექტის ისეთი ნიაღვარი წამოვა რომ წამლეკავს, „ – წერს ოქრუაშვილი.

მეტი...

შეუძლია თუ არა ფერმერს ტყიდან პროდუქტების გამოტანა?

ტყითსარგებლობის ახალი რეგულაციების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით  და საქართველოს  ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნა. შეუძლია თუ არა ფერმერს პირადი მოხმარების მიზნით შეაგროვოს ტყის არამერქნული პროდუქტები და  რა სახის მცენარეულ ნედლეულს მოიაზრებს ტყის არამერქნული პროდუქტი,  რომელი სახელმწიფო უწყება ახდენს ტყის არამერქნული პროდუქტების კომერციული მიზნით შეგროვებისთვის სპეციალური უფლების მინიჭებას და  რა მიზეზებით შეიძლება ეთქვას უარი განმცხადებელს ტყის არამერქნული პროდუქტების კომერციული მიზნით დამზადების თაობაზე, – ყველა აღნიშნულ საკითხზე…

მეტი...

„პარტიების დაფინანსების სისტემაზე კითხვების არ არსებობს“ – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პარტიების დაფინანსების საკითხი სრულად გამჭვირვალეა და კითხვების არ არსებობს. „პარტიების დაფინანსების წესზე გავატარეთ ძალიან დემოკრატიული რეფორმა. კერძოდ, შემოვიღეთ პარტიების დაფინანსების გამჭვირვალე და სამართლიანი წესი, რომელსაც ეთანხმებოდნენ ოპოზიციური პარტიები.  შესაბამისად, დღეს დაფინანსების სისტემაზე კითხვები აღარ არსებობს. მოცემული დაფინანსების სისტემა არის გამჭვირვალე. დაფინანსების ახალ წესში პარტიული დაფინანსება მიბმულია ბარიერზე, შესაბამისად, ამ კუთხით აქ არაფერი იცვლება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან. კითხვაზე, რატომ უნდა დაფინანსდეს ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ შედიან, მისი პასუხი შემდეგია: „ვითვალისწინებთ განწყობებს და იმ ლეგიტიმურ არგუმენტებს, რომელიც არაერთ მოქალაქეს აქვს ჩვენს ქვეყანაში.…

მეტი...

შესაძლოა, ნინოწმინდის პანსიონატი საოჯახო ტიპის სახლად გადაკეთდეს

საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ბავშვთა პანსიონატს შესაძლოა სტატუსი შეეცვალოს და საოჯახო ტიპის დაწესებულებად გადაკეთდეს. აღნიშნულის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა, სხვადასხვა მიმართულების ექსპერტების ჩართულობით მსჯელობა გრძელდება. რაც შეეხება ამ ეტაპზე არსებულ ვითარებას, პანსიონატში შეხვედრები და სტუმრიანობა ისევ გრძელდება. გუშინ პანსიონატში საპატრიარქოსა და გაეროს ბავშვთან ფონდის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ეტაპობრივად გრძელდება პანსიონატიდან ბავშვთა გადინების პროცესი. როგორც მოზარდები და მათი მშობლები აცხადებენ, მათი გასვლა საზაფხულო არდადეგებს უკავშირდება და სხვა პრობლემა არ არსებობს. პანსიონატში, დღევანდელი მონაცემებით, 27 არასრულწლოვანი რჩება. მოზარდთა ერთი ნაწილი ბიოლოგიურ ოჯახს დაუბრუნდა, მეორე ნაწილი კი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლსა და მინდობით…

მეტი...

ლენტეხში მძღოლის ცემით მოკვლის საქმისთვის რწმუნებულის მეუღლე დააკავეს

რამდენიმე დღის უკან, ლენტეხში სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ცემით მოკლეს. აღნიშნული შემზარავი ფაქტი ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში მოხდა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით,   სოფლის რწმუნებულის მეუღლე დააკავეს. დაკავებულ ქალბატონს  დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი ადამიანია დაკავებული. ჩხუბში მონაწილე სხვა ადამიანებს კი ეძებენ. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 5 ივნისს მოხდა. სამარშრუტო ტაქსის მძღოლი სახლიდან გამოიყვანეს, თითქოს ამანათი უნდა გაეგზავნათ, თუმცა, შელაპარაკების შედეგად ის ისე სცემეს, გარდაიცვალა. ერთ-ერთი ინფორმაციით, მძღოლს გარკვეული პირები თანხას სძალავდნენ და ამას სისტემატური ხასიათი ჰქონდა.

მეტი...

ვირუსით 14 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 128 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 337 023-მდე. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 996 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 705 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 380 შემთხვევა, აჭარა – 39, იმერეთი – 59, ქვემო ქართლი – 55, შიდა ქართლი – 16, გურია – 18, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 78, კახეთი – 41, მცხეთა-მთიანეთი – 11, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

მეტი...

ინფიცირებულია 705 ადამიანი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 33 253 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 705 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 128  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2.12 % ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  351 954-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.12 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.75%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.59%.

მეტი...

ყალბი მართვის მოწმობების დამზადება

ყალბი მართვის მოწმობების დამზადებისთვის რამდენიმე ადამიანი დააკავეს. დაკავებულები მართვის მოწმობებს დასავლეთ საქართველოში ამზადებდნენ და ასაღებდნენ.    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარისა და გურიის რეგიონებში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა ოთხი პირის მიმართ დაიწყეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარისა და გურიის რეგიონებში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენლებმა, თანხის სანაცვლოდ, დაამზადეს და გაასაღეს მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო სხვადასხვა კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი ყალბი მოწმობები, ისე რომ ფაქტობრივად არ გადაამზადეს მოქალაქეები შესაბამისი სწავლების კურსის ფარგლებში. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის…

მეტი...

რეგულაციების დარღვევეის 411 ფაქტი გამოვლინდა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 411 ფაქტი გამოვლინდა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ უწყებიდან აცნობეს, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 53 პირი დააჯარიმა. „დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 23 საათიდან დილის 4 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 267 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 91 ფაქტი გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები,…

მეტი...

დღეს ნიკანორ მელიას სასამართლო პროცესი იმართება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიას საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს უბრუნდება. სასამართლო  ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევს და  მოწმეებს  დაკითხავს. “ნაციონალურ მოძრაობა”  სასამართლო პროცესს ფარსს უწოდებს და აცხადებენ, რომ პროცესს სამართალთან და სამართლიანობასთან  კავშირი არ აქვს, რადგან ეს პოლიტიკურად მოტივირებულია საქმე და პროცესია.  სასამართლო სხდომაზე დასწრებას არ აპირებს თავად ნიკანორ მელია. მას ბრალდების მხარე 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობას  ედავება.

მეტი...

ფოთში, ზღვაში გაუჩინარებულ მამაკაცს ეძებენ

ამ დრომდე, ფოთში, ზღვაში გაუჩინარებული მამაკაცი ვერ იპოვეს.  26 წლის მამაკაცი წყალმა მალთაყვის სანაპიროდან  გაიტაცა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ის მარტო არ ყოფილა. ნაპირთან ახლოს, წელამდე წყალში იდგა, როცა დინებამ უცებ გაიტაცა. მაშველები ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ, თუმცა, მამაკაცი ვერ იპოვეს.  სამძებრო ოპერაციაში  ცოცხალ ძალასთან ერთად ჩართულია სპეციალური ტექნიკა.

მეტი...

გილოცავთ მაცხოვრის ამაღლებას

ქრისტიანული სამყარო  მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღნიშნავენ. დღეს, ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედ  ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინება. წმინდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს, აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. უკანასკნელად აღდგომიდან მეორმოცე დღეს გამოეცხადა, აიყვანა ზეთისხილის მთაზე, უთხრა, არსად წასულიყვნენ იერუსალიმიდან, ვიდრე მათზე არ გადავიდოდა სულიწმინდის მადლი, რის შემდეგაც ქრისტიანობის გასავრცელებლად განსაკუთრებულ ძალას მიიღებდნენ. ამ სიტყვების შემდეგ, მოწაფეები აკურთხა და მათ თვალწინ ზეცად ამაღლდა.

მეტი...