„დიდი შვიდეულის“ სამიტზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთი და მისგან მომავალი საფრთხეები იქნება” – შარლ მიშელი

  •  

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთი და მისგან მომავალი საფრთხეები იქნება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„რუსეთი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების წარმომადგენლებს რუსეთის დამანგრეველ ქმედებებთან დაკავშირებით ერთიანი ხედვა აქვთ. ევროკავშირი გმობს ორგანიზაციის მისამართით რუსეთის დამანგრეველ და პროვოკაციულ ქმედებებს. მე ამ საკითხს ხაზი პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროსაც გავუსვი“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

„დიდი შვიდეულის“ სამიტი 11-13 ივნისს დიდ ბრიტანეთში გაიმართება.

მსგავსი თემები