ლიეტუვის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან სოფელ ხურვალეთში იმყოფება

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთს ეწვია.

საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მყოფმა ლიეტუვის პრეზიდენტმა საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

ცნობისთვის, გიტანას ნიუსედა საქართველოში დღეს ჩამოვიდა. ოფიციალური შეხვედრების გამართვის შემდეგ, ის საქართველოს 12 ივნისს დატოვებს.

მსგავსი თემები