ალერგოლოგის განმარტება მოსახლეობის მესამე დოზით აცრაზე

ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები აქტიურად ალაპარაკდნენ, რომ შესაძლოა, საჭირო გახდეს მესამე დოზით აცრაც. ამას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რა პროცედურა იქნება ეს.

„დიდი მითქმა-მოთქმა და ვაი-ვიში გამოიწვია მესამე ანუ ბუსტერული დოზის დამატების თემამ… ზოგი იბრალებს მე ხომ ამას ვიძახდიო, ზოგიც ანერვიულდა თანდათან გვაპარებენო. ეს თემა “ფაიზერის“ ხელმძღვანელმა 15 აპრილს გააჟღერა, შესაბამისად, უკვე ძალიან ძველი ამბავია და გულისხმობს არა შემადგენლობით იგივე ვაქცინის გაკეთებას, არამედ ახალი ე.წ. შემაშფოთებელი ვარიანტების ბუსტერს.

თუმცა, ბევრი რამ ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, ასე რომ, ჯერ გავიკეთოთ ის, რაც გვაქვს და იმედია, გვექნება და სამომავლოდ ერთად “ვინერვიულოთ“, – წერს კულუმბეგოვი.

მსგავსი თემები