„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას, სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძე დაიკავებს

არსებული ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის, რომელიც ამჟამად პარტიის აღმასრულებელი მდივანია.

არაოფიციალური ცნობით, პარტიის ირაკლი კობახიძისთვის ჩაბარების თაობაზე „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, პარტიაში პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ, უახლოეს დღეებში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. ივანიშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის საზოგადოებას მიმართავს.

მსგავსი თემები