“ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს წარადგენენ

  •  

“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძეს განცხადებით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობაზე, პოლიტიკურმა საბჭომ ირაკლი კობახიძე წარადგინა. 

“ქართული ოცნება – დმოკრატიული საქართველოს” ყრილობა შაბათს, 16 იანვარს გაიმართება და მას მთელი ქვეყნის მასშტაბით 400-მდე დელეგატი დაესწრება. ყრილობა აირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს და პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას.

პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძე,”-განაცხადა “ქართული ოცნების” ოფისში პოლსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პარტიის პოლიტსაბჭოს 21 კაციანი ახალი შემადგენლობა შაბათს, ყრილობაზე გახდება ცნობილი. 

მსგავსი თემები