როგორია სასულიერი პირების, ტაქსის მძღოლებისა და მოვაჭრეების ტესტირების შედეგები?!

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, ტაქსის მძღოლებისა და ბაზრობების მოვაჭრეების მხოლოდ 0.7% აღმოჩნდა კორონავირუსის მატარებელი. აღნიშნულის შესახებ,  მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დღეისათვის, დაახლოებით 4000-ზე მეტი ტაქსის მძღოლია გატესტილი და 0.7% არის დადებითი; დაახლოებით 4000-მდე აგრარული ბაზრის მოვაჭრეები არიან გატესტილები და მათში 0.9 % არის დადებითი. ეს საკმაოდ დამაიმედებელი მონაცემებია“ – განცხადა იმნაძემ.

მისივე შეფასებით, სასულიერო პირების მხოლოდ 1%-მდე აღმოჩნდა ინფიცირებული.

„ყველა კონფესიის რელიგიის მსახური, არამარტო მართლმადიდებლები, არამედ ყველა ერთად 1800 არის გატესტილი, იქაც 1%-მდე არის დადებითობის მაჩვენებელი. ჯგუფებში, ბიზნესში ტესტირება, ყველაფერი გვაჩვენებს, რომ სტაბილიზაციისკენ მივდივართ. მთავარია შევინარჩუნოთ ეს სტაბილიზაცია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები