ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ჩინეთში 14 იანვარს ჩავა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ჩინეთში14 იანვარს ჩავა.ამის შესახებ განცხადება ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნულ კომისიაში გაკეთდა. ვიზიტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება. ექსპერტთა ჯგუფმა „კოვიდ-19“-ის წარმოშობისა და გავრცელების მიზეზები უნდა შეისწავლოს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში, ქალაქ უჰანში ამ დღეს, ერთი წლის წინ, კორონავირუმა პირველი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. 2020 წლის 11 იანვარს იმ დროისთვის უცნობი ვირუსით 61 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მსოფლიომ მალე შეიტყო მისი გარდაცვალების მიზეზი – „კოვიდ-19“. ქალაქ უჰანში ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, პანდემიამ მსოფლიო მასშტაბით მილიონ 900 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. რაც შეეხება დღევანდელ…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ განცხადება მან სოციალური ქსელით გაავრცელა.  “ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები“ – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს გავრცელებულ წერილში წერს. როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, მმართველი გუნდი დღეს არსებულ პოლიტიკურ აქტორებს შორის ყველა ნიშნით მართლაც საუკეთესო და უალტერნატივოა. “მმართველი გუნდი დღეს არსებულ პოლიტიკურ აქტორებს შორის ყველა ნიშნით მართლაც საუკეთესო და უალტერნატივოა.…

მეტი...

“ბოლო საპარლამენტო არჩევნები ისტორიული მნიშვნელობისაა” – ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წელი გავიდა, ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა – სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პირობებში მმართველმა პარტიამ ხალხისგან მესამე ვადით მართვის მანდატის მიღება შეძლო. ეს გამარჯვება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის ყველაზე ნათელი, მკაფიო და უდავო აღიარებაა და სწორედ ეს გამარჯვება ჩაუყრის საფუძველს ახალ ეტაპს საქართველოს ისტორიაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს გავრცელებულ წერილში საუბრობს. ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ბოლო საპარლამენტო არჩევნები ისტორიული მნიშვნელობისაა. „ამ არჩევნებმა ყველაზე ნათლად აჩვენა, რომ დასრულდა ადამიანების გრძნობებით მანიპულირებისა და ხალხის ნების სხვადასხვა გზით შეცვლის მრავალწლიანი  პრაქტიკა. ამ დამანგრეველმა პრაქტიკამ, რომელიც, გულწრფელად…

მეტი...

“2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ომში გაიმარჯვა” – ბიძინა ივანიშვილი

2012 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო იმჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული ერთ-ერთი ყველაზე უხეში ფალსიფიკაციის, ადამიანების დაშინების, მოსყიდვისა და პოლიტიკური ოპონენტების შევიწროების კლასიკური ნიმუში. დღეს, ზოგიერთები ურცხვად თავს იწონებენ, რომ თურმე მაშინ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოხდა, რაც, როგორც ყოველთვის, სიცრუე და ცინიზმია, – წერს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს გავრცელებულ წერილში. მისი თქმით, სინამდვილეში, 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ომში გაიმარჯვა და იძულებით, საკუთარი მომხრეების სიმრავლით და დემოკრატიული გზით დაათმობინა მოძალადე მმართველ გუნდს წლების განმავლობაში მიტაცებული ხელისუფლება. „ახლა მდგომარეობა არსებითად შეიცვალა – „ქართულმა ოცნებამ“ ზედიზედ ორჯერ მოიპოვა დამაჯერებელი უპირატესობა…

მეტი...

მაშველებმა ხანძრის ქრობისას ლეკვი გადაარჩინეს

მუხიანში, სავაჭრო ცენტრ “ჩემპიონში” ხანძრის ქრობის სამუშაოებისას მეხანძრე-მაშველებმა შენობაში ლეკვი იპოვეს და გადაარჩინეს. შემთხვევის ამსახველი ფოტოები საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.  შეგახსენებთ, რომ  გლდანში, მუხიანის დასახლებაში, სავაჭრო ცენტ “ჩემპიონში” გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრისას არავინ დაშავებულა. 

მეტი...

„აღშფოთებული ვარ“ – თემურ წიკლაურის შვილის პირველი კომენტარი

მომღერალ თემურ წიკლაურის გარდაცვალებაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მისი შვილი, ქეთი წიკლაური პირველ კომენტარს აკეთებს. „ეს დეზინფორმაციაა, რომელიც არ ვიცი, რა უფლებით გაავრცელეს. მე შეკითხვა მაქვს ჟურნალისტებთან, ადამიანობა თუ არ არსებობს, რაღაც ეთიკა და ცენზურა ხომ უნდა არსებობდეს? აღშფოთებული ვარ, მამა ცოცხალია. თუ რამე დააინტერესებთ ჟურნალისტებს, მე დამიკავშირდნენ“, – ამბობს ქეთი წიკლაური.

მეტი...

ხათუნა ლაგაზიძის სახლი გაქურდეს

ხათუნა ლაგაზიძის სახლი გაქურდეს. ამის შესახებ პოლიტოლოგი სოციალურ ქსელში თავად წერს და გაქურდვის შემდეგ სახლისთვის გადაღებულ ვიდეოსაც აქვეყნებს. „წელი „ეგზოტიკური“ გამოწვევით დაიწყო: საინტერესოა რას ეძებდნენ და რა დამიტოვეს“,- წერს ხათუნა ლაგაზიძე.

მეტი...

სავაჭრო ცენტრ „ჩემპიონში“ პროდუქციის 50 პროცენტზე მეტის გადარჩენა მოხერხდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, მეტროსადგურ „ახმეტელთან“ მდებარე სავაჭრო ცენტრ „ჩემპიონში“ ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა და ცეცხლის გავრცელების თავიდან აცილება მოხდა. „ადგილზე რამდენიმე წუთში მობილიზებული იყო 21 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. იყო ცეცხლის გავრცელების საფრთხე გვერდზე მდგომ გაზგასამართ სადგურზე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული და ოპერატიული რეაგირების შედეგად, მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზება, რამაც თავიდან აგვაცილა ხანძრის გავრცელება. გადარჩენილია შენობაში განთავსებული საქონლის დაახლოებით 50 პროცენტზე მეტი“, – განაცხადა ოთარ კერესელიძემ. მისივე ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს გარკვეული კერების დამუშავება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

საქალაქო სასამართლოში, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებული ლევან ზურაბაშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართება

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის საქმეზე, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებული ლევან ზურაბაშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართება. სასამართლო პროცესი 12:00 საათზე დაიწყება. სხდომის პარალელურად, სასამართლოსთან ზურაბაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 31 წლის დავით ზურაბაშვილი შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა. დავით ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას.

მეტი...

ტრაგედია გლდანში – ცოლ-ქმარი სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა

ტრაგედია მოხდა გლდანში – ახალგაზრდა ცოლ-ქმარი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა. ახლობლების თქმით, შემთხვევა 10 იანვარს, დილის საათებში მოხდა. შსს -ს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მოთხოვნასთან დაკავშირებით პროცედურები, შესაძლოა, დღეს დაიწყოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მოთხოვნასთან დაკავშირებით პროცედურები, შესაძლოა, დღეს დაიწყოს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, დემოკრატები მიმდინარე კვირაში შესაბამისი რეზოლუციის წარდგენას გეგმავენ, რომლითაც შტატების მოქმედ პრეზიდენტს კაპიტოლიუმზე შტურმის გაღვივებაში დასდებენ ბრალს; მანამდე კი ისინი რეზოლუციას მიიღებენ, რომლითაც მაიკ პენსს კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენებისკენ მოუწოდებენ. ვიცე-პრეზიდენტს რეზოლუციაზე საპასუხოდ 24 საათი ექნება. თუ პენსი შესწორებას არ გამოიყენებს, წარმომადგენელთა პალატა იმპიჩმენტზე მუშაობას დაიწყებს. დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 9 დღე რჩება. არჩეული პრეზიდენტის – ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

მეტი...

თურქეთში 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა თურქეთში – 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ანკარაში იგრძნობოდა. ეპიცენტრი კალეჯიკის რაიონში, 12 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 22 საათსა და 53 წუთზე მოხდა. ანკარის გუბერნატორის ინფორმაციით, სტიქიას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

მეტი...

“დიდხანს იცოცხლე ბატონო თემურ” – შალვა ნათელაშვილი სამძიმრის შემდეგ

მომღერალ თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა. „მამა-პაპათა დაკვირვებით, თუ ცოცხალი ადამიანის გარდაცვალებაზე გავრცელდა ცრუ ხმები, ის ადამიანი უაღრესად დღეგრძელია. დიდხანს სიცოცხლე, ბატონ თემურს“, – წერს ნათელაშვილი სოქცელში. თუმცა, მანამდე ნათელაშვილმა ასეთი სამძიმრის პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც მოგვიანებით წაშალა.

მეტი...

ამნისტიის პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ, დღეს დამტკიცდება

ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე უფრო მასშტაბურ ამნისტიას სავარაუდოდ, უკვე დღეს დაამტკიცებენ. საკითხს დეპუტატებმა კენჭი რიგგარეშე სესიაზე უნდა უყარონ. მანამდე კი საკითხზე, სხვა თემებთან ერთად ბიურო იმსჯელებს. კანონპროექტის მიხედვით, იანვრის ბოლომდე ციხე დახლოებით 1500-მდე პატიმარმა უნდა დატოვოს. “დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ ეს ნორმატიული აქტი პოზიტიურად იმოქმედებს მსჯავდებულებისთვის, იმიტომ რომ ისინი ვადაზე ადრე დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს და ასევე საზოგადოებას. მეორეს მხრივ, დაცული იქნება საზოგადოების უსაფრთხოების რისკები,” – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა. შეგახსენებთ, 2012 წლის შემდეგ, საქართველოში მასშტაბური ამნისტია არ განხორციელებულა. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი საინიციატივო…

მეტი...

მეტროსადგურ „ახმეტელთან“, სავაჭრო ცენტრში ხანძარი იყო

ხანძარი იყო თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელთან“. ცეცხლი მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ცენტრ „ჩემპიონში“ გაჩნდა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. მათივე ცნობით, ადგილზე 18 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

“წვიმის შედეგად, ხანძრის ყველა კერა ჩამქრალია” – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის ყველა კერა ჩამქრალია. „წვიმის შედეგად, აფხაზეთში ხანძრის ყველა კერა ჩამქრალია. როგორც მინისტრმაც აღნიშნა, ვითარება მართვადი და კონტროლირებადი იყო. დღეს ხანძარი გაჩნდა ოჩამჩირის რაიონშიც, თუმცა ისიც ჩამქრალია“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესმდივანმა რომან ლაბიამ და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არაა დაზუსტებული, რა ფართობია დამწვარი ხანძრის შედეგად. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ყველაზე მძიმე ვითარება გაგრაში იყო, სადაც ხანძარი დასახლებულ პუნქტებსაც მიუახლოვდა.

მეტი...

17 წლის მოზარდი მე-6 სართულიდან გადავარდა

უბედური შემთხვევა გლდანში – 17 წლის მოზარდი საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადავარდა. ბიჭი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის შემდეგ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს არასარულწლოვანის დედა, რომელმაც საკუთარი სურვილით კლინიკა მალევე დატოვა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.

მეტი...