„მკვლელობიდან 3-4 დღე გიორგი შაქარაშვილის სხეული იმყოფებოდა წყალში“ – ექსპერტიზის დასკვნა

საქართველოს პროკურატურამ, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, სადაც საუბარია მოზარდის მკვლელობაზე და მიღებულ დაზინებებზე.

როგორც კომპლექსური ექსპერტიზა ასკვნის,  გვამი წყალში 3-4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.    

„კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით,  უტყუარად დგინდება, რომ მკვლელობის მომენტიდან გიორგი შაქარაშვილის გვამი 3-4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა წყალში, რაც ცალსახად თანხვედრაშია გამოძიებით დადგენილ გარემოებებთან და გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის დროსთან, ასევე გამორიცხავს აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში არსებულ ყოველგვარ სპეკულაციებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ  გიორგი შაქარაშვილი არის მოკლული, ხოლო მკვლელობამდე მას ბრალდებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ“ – ვკითხულობთ დასკვნაში.

მსგავსი თემები