ქართველ ბავშვებს საუკეთესო ვაქცინა ექნება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქართველ ბავშვებს საუკეთესო და ყველაზე ძვირი ვაქცინა ექნებათ.

„საქართველოში ბავშვებისათვის გეგმური ვაქცინაციისთვის გამოიყენება ე.წ. ექვსკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც არის ყველაზე ძვირი ვაქცინა. იმიტომ, რომ ქართველ ბავშვებს ჰქონდეთ საუკეთესო ვაქცინა. ბოლო წლებში, იმუნიზაციის პროგრამის ბიუჯეტი ქვეყანაში ოთხჯერ გაიზარდა, რათა ჩვენს ბავშვებს ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინები ჰქონდეთ, რაც კი არსებობს მსოფლიოში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

მსგავსი თემები