“საერთო აზრი იყო გუნდის შიგნით, რომ ირაკლი კობახიძე იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური და კარგი კანდიდატურა” – მამუკა მდინარაძე პარტიის თავმჯდომარის არჩევაზე

  •  

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარეობაზე შიდა კონკურენცია არ ყოფილა და ყველა თანხმდება, რომ ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ყველაზე ოპტიმალური და კარგი კანდიდატურა იქნებოდა. მას შაბათს დაგეგმილ ყრილობაზე აირჩევენ.

მმართველი პარტიის ყრილობაზე კიდევ ერთი საკითხი იქნება განსახილველი. “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში დღემდე 15 წევრი იყო, ახლა რაოდენობა გაიზრდება და იქნება 21 წევრი. პოლიტსაბჭოს გაფართოებულ შემადგენლობაში შევლენ როგორც ძველი, ასევე ახალი წევრები.

“რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაიზარდა პოლიტსაბჭოს შემადგენლობა, ჩვენ გვინდოდა მაქსიმალური წარმომადგენლობა ყოფილიყო, მათ შორის, პარტიული წარმომადგენლები, პარტიის წევრები, რომლებიც არიან მთავრობაში, პარლამენტში და ასე შემდეგ. იგულისხმება პარტიული თანამდებობის პირი, ლიდერშიფი, რომელსაც უხელმძღვანელებს ირაკლი კობახიძე. ამიტომ გახდა მიზანშეწონილი პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გაზრდა და მივიღეთ ოპტიმალური შემადგენლობა.

საერთო აზრი იყო გუნდის შიგნით, რომ ირაკლი კობახიძე იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური და კარგი კანდიდატურა, ამიტომ შიდაკონკურენცია არ ყოფილა,” – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები