„პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს” – ევროკავშირის ელჩი  

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აცხადებს, რო ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმების მიღწევა სასიცოცხლოდ აუცილებელია. მისი თქმით, დიპლომატები ამ მოლაპარაკების პროცესში სწორედ შედეგის მისაღწევად ჩაერთვნენ.

„საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელიც გადალახავს იმ გამოწვევებს, რომლებიც ახლა ქვეყნის წინაშე მოკლევადიან პერსპექტივაშია… ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები ოპოზიციასთან, რაც იყო ძალიან სასარგებლო და ნაყოფიერი. შეხვედრის მიზანი იყო მოგვენახა სამომავლო განვითარების გზები საქართველოსა და მისი პარლამენტისთვის. საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელიც გადალახავს იმ გამოწვევებს… სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ბოლოს მივაღწიოთ შეთანხმებას და საქართველოს ჰყავდეს პარლამენტი, სადაც მისი წევრები აიღებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ საქართველოს მოქალაქეებმა დააკისრეს. ეს ისაა, რასაც ჩვენ ველოდებით და რისი მიღწევაც გვინდა. პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს” – აცხადებს ევროკავშირის ელჩი.

შეგახსენებთ, რომ დიალოგი, რომელიც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაიწყო, ამ ეტაპისთვის უშედეგოა. თუ ხელისუფლება რეალურ წინადადებებს არ წარადგენს, ოპოზიციას დიალოგის კრახს არ გამორიცხავს.   

მსგავსი თემები