“21-ე საუკუნეში მხარეებს დიდხანს ბრძოლის საშუალებას არ მისცემენ” – ექსპერტი ყარაბახის ომზე

აზერბაიჯანის თავდაცვის სამისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საომარი მოქმედებების შედეგად, სომხეთის 550 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და დაიჭრა. სომხური მხარე კი ამტკიცებს, რომ შეტაკებების შედეგად აზერბაიჯანმა 200 სამხედრო დაკარდა.  

“ომის შედეგები საქართველოზეც იმოქმედებს” – აცხადებს ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი ყარაბახის ომთან დაკავშირებით და იმედი აქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მხარეებს დიდხანს ბრძოლის საშუალებას არც მისცემს.

“21-ე საუკუნეში დიდხანს ბრძოლის საშუალებას მხარეებს არ მისცემენ. საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რაც შიძლება მალე მოხდეს მისი ჩაცხრომა. მსხვერპლის რაოდენობა იმდენად დიდი შეიძლება იყოს, რომ კატასტროფული შედეგები დადგეს. მათ შორის საქართველოსთვისაც, არა პირდაპირი გზით, არამედ სხვა ეკონომიკურ თუ ჰუმანიტარული თვალსაზრისით. ამდენად, მსოფლიო თანამეგობრობა ყველაფერს შეეცდება, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს თუ ხელშეკრულების გაფორმება არა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მაინც. ამიტომ მხარეები ჩქარობენ, მაქსიმალურად ცდილობენ ხელთარსებული საშუალებებით, რაც შეიძლება მეტი სამხედრო ქმედება განახორციელონ. ეს კი ერთის მხრივ აძლიერებს იმას, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს” – აცხადებს ექსპერტი.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 30 წლის შემდეგ განახლებული საომარი მოქმედებების შედეგად მცხვერპლი ყოველდღიურად იზრდება.

მსგავსი თემები