“მათ ჯახი აინტერესებთ” – გია ვოლსკი ოპოზიციაზე

“რიგგარეშე არჩევნები რომც დაინიშნოს, ოპოზიციას არც ის აინტერესებს – მათ ჯახი აინტერესებთ, რომელიც პოლიტიკურ ველზე შესაძლო წარმატებას მოუტანს,” – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

მისივე თქმით, “პოლიტიკურ ველზე, რა თქმა უნდა, რთული მდგომარეობაა, მაგრამ კრიზისი ხელოვნურია“.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციამ უნდა გაანალიზოს პასუხისმგებლობა საკუთარი ამომრჩევლის, საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე.

“უნდა გავიგოთ, რომ ის, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, რეალობასთან არანაირ კავშირში არ არის. მათ განცხადებებს ლოგიკური საფუძველი არ გააჩნიათ. ჯერ კიდევ არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე ვაცხადებდით, რომ მათი ნებისმიერი საქმიანობა, ნებისმიერი საქციელი, თუნდაც პარლამენტის ბოიკოტირება მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის დროს, ადასტურებდა მათ არჩევნები და საარჩევნო შედეგები არ აინტერესებთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები