თბილისის 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს covid-19 დაუდასტურდა

თბილისის 52-ე საჯარო სკოლაში covid-19 გამოვლინდა. ვირუსი მე6-კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა. საგანმანათლებლო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერების საშიშროება არ არსებობს.

“ჩვენ მე-6 კლასელს დაუდასტურდა ვირუსი, ბავშვი ხუთშაბათს და პარასკევს იყო სკოლაში, მაგრამ მის ოჯახის წევრს დაუდასტურდა კვირას, ამიტომ ბავშვი ორშაბათიდან სკოლაში არ ყოფილა. მაშინვე შევატყობინეთ დაავადებათა კონტროლის ცენტს, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სასწავლო პროცესი რომ შეგვეწყვიტა, ამის საშიშროება ნამდვილად არ არის. მშობლებს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ თუ გადაწყვეტენ, დისტანციურ რეჟიმში გავაგრძელოთ ამ ბავშვებთან სწავლება,”- განაცხადა 52-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ნანი გიორგაძემ.

მსგავსი თემები