პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის მინისტრთან ერთად კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა რეანიმატოლოგთა ცალკე ჯგუფის შექმნაზე ისაუბრა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვას უხელმძღვანელებს და ეს პროცესი თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით მოქმედ კლინიკურ ჯგუფთან სრული კოორდინაციით განხორციელდება. პრემიერ-მინისტრმა ასევე ყველას მოუწოდა, მაქსიმალურად ისარგებლონ აპლიკაციით – Stop Covid, რომელიც მოქალაქეებს ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტის შესახებ აფრთხილებს. “დღეს ჯანდაცვის სისტემა არის იმ მდგომარეობაში, რომ ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის ეს ტალღა ვმართოთ. ამიტომ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, სწრაფად მოხდეს ინფიცირებულთა ტესტირება და მათი კავშირების დადგენა,…

მეტი...

გიორგი გახარია მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად ისარგებლონ აპლიკაციით – Stop Covid

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად ისარგებლონ აპლიკაციით – Stop Covid, რომელიც მათ ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტის შესახებ აფრთხილებს. როგორც მთავრობის მეთაურმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი აპლიკაცია, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, ინფიცირებულთა კონტაქტების სწრაფი დადგენის პროცესში ერთ-ერთი დამატებითი და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. „ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, სწრაფად მოხდეს ინფიცირებულთა ტესტირება და მათი კავშირების დადგენა, რაზეც შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ და ამ ხალხის იზოლაციაში სწრაფად გადაყვანა. ამისთვის ძალიან კარგია აპლიკაცია Stop Covid-ი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთა. მეც მაქვს…

მეტი...

„ამ რუკის გამოყენებაზე შეგნებულად ვთქვით უარი“ – ივერი მელაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“

მოქმედი ჩინოვნიკი, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი ივერი მელაშვილი ბრალის წაყენებას წინასწარი დაკავების იზოლატორში დღეს ელოდება. როგორც დაკავებულმა დაკავებამდე „მედიაცენტრ მთავართან“ განმარტა, რუკა, რომელმაც ყველაფერი ამოაყირავა, ახალი აღმოჩენა არ ყოფილა. ის ასევე საუბრობს, რატომ თქვა კომისიამ მის გამოყენებაზე უარი.    „რაკი დაიწყო ძიება, მეც და კომისიის სხვა წევრები დაინტერესებულები ვართ, დროზე დაესვას ამას წერტილი. ჩემთან, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, რუკას არ ეძებდნენ. ეძებდნენ ყველანაირ მასალას, რაც კი ამ საქმესთან იყო დაკავშირებული. არაფერი დასამალი არ არის და არც ყოფილა კომისიის მუშაობის ნებისმიერ ეტაპზე.…

მეტი...