აზერბაიჯანი იყო, არის და რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ, უაღრესად ახლო მეზობელ და მეგობარ ქვეყნად“ – მინისტრი

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მეზობელ აზერბაიჯანთან დაკავშირებით განცხადებას და ამბობს, რომ მიმდინარე პროცესები კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ვერ აისახება.  

„აზერბაიჯანი იყო, არის და რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ, უაღრესად ახლო მეზობელ და მეგობარ ქვეყნად, ვერანაირი საგამოძიებო პროცესი და ახლად აღმოჩენილი გარემოებები დემარკაცია-დემილიტაციის კომისიის პროცესის ფარგლებში გავლენას ვერ მოახდენს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე და კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე”  – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტისას შედგა საგნობრივი, შინაარსობრივი საუბარი დემარკაცია-დემილიტაციის პროცესთან დაკავშირებით, კერძოდ, დავით გარეჯთან მიმართებაში, რადგან აღნიშნული წარმოადგენს  უაღრესად მნიშვნელოვან და სენსიტიურ თემას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში.

„ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია იმ ახლად აღმოჩენილ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც არის გამოწვეული ახალი მასალების მოძიებით. კერძოდ, მხედველობაში მაქვს ახალი კარტოგრაფიული მასალები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების დასკვნა. შევთანხმდით, რომ აუცილებელია საგნობრივი მუშაობის გაგრძელება კომისიის ფარგლებში, რათა კომისიამ ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს ისეთი შეთანხმება, რომელიც იქნება მისაღები როგორც საქართველოსთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის,”- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი თემები