სიღნაღში, სოფელ ერისიმედში შესაძლოა კარანტინი გამოცხადდეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში კორონავირუსი დაფიქსირდა.

ინფიცირებულია შუახნის კაცი, რომელსაც კონტაქტი სავარაუდოდ სოფლის მაცხოვრებლების უმეტესობასთან ჰქონდა, რის გამოც სოფელში, შესაძლოა კარანტინი გამოცხადდეს.

ინფორმაციას ადასტურებს კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი. ირაკლი შიოშვილის თქმით, შესაბამისი სამსახურები გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, როცა ადგილობრივების ბიოლოგიური ნიმუშების პასუხი გახდება ცნობილი.

მანამდე კი პაციენტს თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანენ. 

ამასთა,ნ კორონავირუსი დაუდასტურდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მცხოვრებ კაცს, რომელიც სამარშრუტო ტაქსის მძღოლია.

მსგავსი თემები