დაუდასტურებელი ინფორმაციით, კახეთში ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატები ქართულ მხარეს არ ეკუთვნის

ამ დრომდე უცნობია, რა წარმომავლობისაა უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც კახეთში ჩამოვარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოსა და ყვარლის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე, 2 ობიექტი გუშინ 18:35 და 18:45 წუთებზე შემოვიდა.

გამოძიება გუშინვე დაიწყო. რას უკავშირდება ინციდენტები, ოფიციალური უწყებები ამ საკითხზე არ საუბრობენ, თუმცა ვერსიები აქვთ ექსპერტებს.

ადგილობრივების ყვებიან, რომ აფეთქების ძლიერი ხმა გაიგეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის არსებული, დაუდასტურებელი ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატები ქართულ მხარეს არ ეკუთვნოდა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი სოფელი – უდაბნო, სადაც უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან არის ახლოს. აღნიშნული სოფელი, ამ საზღვართან ბოლო დასახლებული პუნქტია. ჯერჯერობით სამართალდამცველებს არ აქვთ ბრძანება, რომ ტერიტორიაზე გადაადგილება თავისუფალი იყოს. 

მსგავსი თემები