კორონავირუსით სამი პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა

კორონავირუსით სამი პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე პაციენტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ აქვს.

„გარდაცვლილია სულ 66 პაციენტი, გუშინ გარდაიცვალა სამი. ვიცი, რომ სამივე არის აჭარიდან, თუმცა ინფორმაცია ცოტა გვიან მოვიდა და პაციენტების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს“, – აღნიშნა ენდელაძემ.

მსგავსი თემები