ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს, ნაყოფი მუცლადყოფნისას დაეღუპა

კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს ნაყოფი მუცლადყოფნისას დაეღუპა. შემთხვევა ბათუმის სამშობიარო სახლში მოხდა, პაციენტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

“დილით, როდესაც გაისინჯა პაციენტი, ახალშობილის გულისცემა კარგი იყო. შემდეგ, გეგმიური გასინჯვის დროს, როდესაც ეჭვი მიიტანეს გულისცემაზე, გამოძახებული იყო ექოსკოპიური კვლევა, ექოსკოპიამაც დაადასტურა, რომ გულისცემა შეჩერებეული იყო,”-განმარტავს  სამშობიარო სახლის დირექტორი ნუგზარ პაპავა.

ამ წუთებში სამშობიარო სახლში სამედიცინო ექსპერტები იმყოფებიან. კვლევებით უნდა დადგინდეს რა გახდა ნაყოფის დაღუპვის მიზეზი.

მსგავსი თემები