რუსეთში სვეტლანა ციხანოვსკაიაზე სახელმწიფოთაშორისი ძებნა გამოცხადდა

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაიაზე რუსეთში სახელმწიფოთაშორისი ძებნა გამოცხადდა. ინფორმაციას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ძებნის გამოცხადება სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება.

ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის თანახმად, ციხანოვსკაიას სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ბელარუსში სვეტლანა ციხანოვსკაიას წინააღმდეგ ძებნა, ძალაუფლების ხელში ჩაგდების საქმეზეა გამოცხადებული.

მსგავსი თემები