მომსახურების საგენტოს გორის სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

შსს-ს მომსახურების საგენტოს გორის სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა, – ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ინიფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილი.

„თანამშრომლის ტესტის პასუხი დღეს, 8 ოქტომბერს გახდა ცნობილი. სააგენტოს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი, გადაყვანილნი არიან თვითიზოლაციაში.

ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებასა და კონტაქტების კვლევას.

აღნიშნულიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ 9, 10 და 11 ოქტომბერს გორის სამსახური, დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სამი დღით მოქალაქეებს ვერ მოემსახურება”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები