ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსგან დაცვის ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 82 წლის კაცი, 73 და 67 წლის ქალები გარდაიცვალნენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ტესტირება 288 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან 95-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობას 137 პაციენტი გადის, მათგან 112-ს COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზი აქვს.  მძიმე მდგომარეობაშია 22 პირი, საშუალო სიმძიმისაა 55.

ოკუპირებულ აფხაზეთში ამ ეტაპზე კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 2071-ია. გამოჯანმრთელდა 811, გარდაცვლილია 19.

მსგავსი თემები