კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გორში ნაწლავური ინფექცია ნოროვირუსი იყო გავრცელებული

გორში გავრცელებულ დაავადებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კვლევები დაასრულა. კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ ქალაქში გავრცელებული იყო ნაწლავური ინფექცია ნოროვირუსი. 

როგორც კლინიკა “იავნანას” ექიმი ლია ლაზარაძე აცხადებს, ამ დროისთვის ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და ისინი უკვე გაეწერნენ ბინაზე. ექიმი აკონკრეტებს, რომ აღნიშნული ინფექცია ცივ სეზონზე იჩენს თავს და ადვილად გადამდებია.

შეგახსენებთ, გორში ინფექციის ლოკალური აფეთქება დაფიქსირდა. ინტოქსიკაციის ნიშნებით ბავშვთა საავადმყოფოს 48საათის განმავლობაში 100-ზე მეტმა პაციენტმა მიმართა.

მსგავსი თემები