“მსხვერპლშეწირვა, სადაც ძირითადად სასულიერო პირების ჩვენებებია“ – დაკავებული ივერი მელაშვილის ადავოკატი

სახელმწიფო ტერიტორიების მეზობელი სახელმწიფოსთვის მიკუთვნების მცდელობისთვის დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალს ამ წუთებში აცნობენ.  საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელის, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრის – ივერი მელაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ეს ადამიანები პოლიტიკურ ბატალიებს ეწირებიან.

როგორც ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი აღნიშნავს, ს.ს. საქმეში ძირითადად სასულიერო პირების ჩვენებებია.

„სახეზეა პოლიტიკურ ბატალიები. ბრალად უყენებენ სახელმწიფოს ტერიტორიების გამოყოფისკენ მიმართულ ქმედებას, რასაც არ მოყოლია რაიმე ტერიტორიის გადაცემა, ან დაკარგვა. მიგვაჩნია, რომ ბრალდება არის აბსურდული, რადგან ამ სფეროს მეცნიერები და პროფესიონალები მათი შეხედულებისამებრ ხელმძღვანელობდნენ იმ რუკებით, რომლებიც ოფიციალური შეთანხმების ნაწილი იყო სახელმწიფოებს შორის და ის რუკები, რომელთაც მათ ედავებიან, რომ ეხელმძღვანელათ, მათთვის იყო არასანდო და ასეთ შემთხვევაში ფიქრობენ, რომ არ უნდა დაყრდნობოდნენ“ – აცხადებს ადვოკატი.

მისივე განმარტებით, პროკურატურის ბრალდება ბუნდოვანია და არც ის არის დაკონკრეტებული, ტერიტორიის რა ნაწილზეა დავა.

„რომელი ტერიტორიების ნაწილზე ედავებიან, რომ შეიძლება დაკარგულიყო, ეს პროკურატურის განცხადებიდან არ იკვეთება. ბატონი დაკავების განჩინებიდან ამოვიკითხე, რომ მოწმეებად სასულიერო პირები ჰყავთ, რომლებიც თითქოსდა, ესწრებოდნენ გარკვეულ შეხვედრებს და ჰქონდათ ექსპერტული ცოდნა, რომ მათ გაარჩიეს, რომელი რუკების გამოყენებას ჰქონდა ადგილი და რომელს – არა. აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩნენ ბრალდებულები, თუმცა, ალტერნატივის სახით განვიხილავთ გირაოსაც“, – აცხადებს ადვოკატი.

დაკავებულებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მსგავსი თემები