საკანონმდებლო ორგანოში დღეს პლენარული სხდომა ჩატარდება

საკანონმდებლო ორგანოში დღეს პლენარული სესია ჩატარდება. კანონმდებლები ზოგადი განათლების კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. კანონპროექტის მიხედვით, განათლების სამინისტროს დამატებითი ფუნქცია ემატება, უწყება ვალდებულია საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამედიცინო პუნქტების არსებობა და ფუნქციონირება გააკონტროლოს. დეპუტატები ასევე საინფორმაციო უსაფრთხოების კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ.

“იქნება განხილული ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები, ასევე განვიხილავთ საინფორმაციო უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებებს, იქნება საერთაშორისო ხელშეკრულებები განხილული და შემდგომ ბიურო მიიღებს უკვე გადაწყვეტილებას, მათ შორის დაჩქარებული წესით დამტკიცებული კანონპროექტების განხილვასთან დაკავშირებით.

შედის ცვლილებები, რომლის მიხედვითაც განათლების სამინისტროს ემატება ფუნქციები, რომ მან დაარეგულიროს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამედიცინო პუნქტების არსებობა, მათი ფუნქციონირება,” – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები