“შემოდგომაზე მოსალოდნელი ვირუსები გაართულებს „კოვიდ-19“-ის მართვას” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შემოდგომაზე მოსალოდნელი ვირუსები გაართულებს „კოვიდ-19“-ის მართვას და ზოგადად ეპიდვითარებას.

მისივე თქმით, გადაჭარბებული საფრთხის მოლოდინი არ უნდა შეიქმნას.

„დიახ, იქნება გრიპის პიკი, ცუდია, რომ თანხვედრა იქნება, მაგრამ ამას გავუმკლავდებით. ჩვენ გვაქვს კარგად გმართული სადიაგნოსტიკო სისტემა, ლაბორატორიული „პისიარ“ ტესტებით და სხვა მეთოდებით. სხვა მეთოდებს ძირითადად გრიპისთვის ვგულისხმობ. დღეში 10-11 000 გამოკვლევა ტარდება კოვიდზე. საჭიროების შემთხვევაში, გრიპზეც ჩატარდება ამდენი გამოკვლევა, როცა დაიწყება გრიპის სეზონი. იოლად მოხდება ლაბორატორიულად გრიპის და კოვიდის დიფერენცირება. ეს მოხდება 12 საათის განმავლობაში, ასევე, დიფერენცირებულად მოხდება ამ პაციენტების ტრიაჟი კლინიკებში“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მსგავსი თემები