„კორონავირუსში ბავშვები დამნაშავეები არ არიან, ისინი ვირუსის გადაცემის აქტიურ ნაწილს არ წარმოადგენენ“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

“სკოლის ასაკის ბავშვები არ განიხილებიან,როგორც გადამტანები, შესაბამისად სკოლაში სწავლის გაანხლების საკითხი დღის წესრიგში უნდა დადგეს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „თსსუ”-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით რისკი, რომ ვირუსი გადაეცეს პატარიდან მოზრდილეზე არის ნაკლები:

„კორონავიუსში ბავშვები დამნაშავეები არ არიან, ისინი ვირუსის გადაცემის აქტიურ ნაწილს არ წარმოადგენენ, ბავშვებში შესაძლებლობა ვირუსი გადაეცეს პატარიდან მეორეზე არის ძალიან ცოტა, ამიტომ მცირერიცხოვან კლასებში სწავლის განახლების საკითხი უნდა დადგეს დღის წერიგში. ბავშვები კორონავირუსის გადაცემასთან დაკავშირებით მიეკუთვნება ყველაზე კარგ, ნაკლებად საშიშ კატეგორიას, ამიტომ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადადება უფრო  გამართლებულია, ვიდრე სკოლებში,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები