„ნოემბრიდან ვნახავთ როგორ მოიქცევა კორონავირუსი და გრიპი ერთად“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ჩვენ შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ, რომ ნოემბრიდან დაიწყება რესპსირაციული ვირუსების მატება, ასეა ყველა ასაკის მოსახლეობაში, პიკით დეკემბერ-იანვარში ველოდებით დაავადების მატებას,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „თსსუ”-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

პროფესორის განმარტებით ჯერჯერობით იშვიათია შემთხვევა კორონავირუსის და რესპირატორული ვირუსების თანხვედრის, თუმცა ივანე ჩხაიძე პრევენციის მიზნით მოსახლეობას მასობრივი ვაქცინაციისკენ მოუწოდებს:

„ჩვენთან კეთდება ამ ვირუსების ტიპირება თუ როდის იწყება და რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს, ჩვენ რა თქმა უნდა მატებას ველოდებით, მდგომარეობა გაცილებით სერიოზული იქნება, რადგან ძალისხმევა მიმართული იქნება არა მარტო კორონავირუსისკენ, არამედ ამ გრიპებისკენაც, დღეისათვის თანხვედრა თითქმის არ გვქონია კორონავირუსის და გრიპის, სეზონზე გვექნება საშუალება დავაკვირდეთ როგორ მოიქცევა ეს ორი ვირუსი ერთად,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მისივე პროგნოზით, შემოდგომის ბოლო და ზამთრის დასაწყისი სამედიცინო სექტორისთვის დატვირთული იქნება:

„ძალან ცოტა დრო არის გასული “კორონას” არსებობიდან და თანხვედრა იქნება თუ არა სხვა ვირუსებთან, ძნელი სათქმელია. ეს არის მეორე, ყველაზე მეტად საყურადღებო ეტაპი.  თუ იქნება გრიპის შემთხვევბის მატება ამ პაციენტებსაც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია და საავადმყოფო მზად უნდა იყოს ამ პაციენტებისთვსაც. ამიტომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უნდა მივაქციოთ ყურადღება, სასურველია ვაქცინაციის პერიოდმა გადმოიწიოს და ოქტომბრის პირველი რიცხვებიდან რისკის ჯგუფებმა დაიწყონ უკვე აცრები, რათა თავიდან ავიცილოთ საავადმყოფოების გადატვირთვაც,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები