რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის ე.წ. საზღვარი გაიხსნა

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის ე.წ. საზღვარი გაიხსნა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრემიერმა, მიხაილ მიშუსტინმა გასცა.

დღეიდან რუსეთისა და ოკუპირებულ რეგიონის მცხოვრებლებს საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვა მოეხსნებათ. ე.წ. საზღვარი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იყო ჩაკეტილი.

დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ცხინვალის რეგიონში სულ COVID-19-ის 90 შემთხვევაა დადასტურებული და 90-ვე პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი თემები