თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისთვის პროდუქტების დარიგების პროცესი განახლდა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისთვის პროდუქტების დარიგების პროცესი განახლდა. პროექტი ერთჯერადად, თბილისის მერის გადაწყვეტილებით განხორციელდება და ის ეპიდვითარების გამო, სააღმზრდელო პროცესის განახლების ორი კვირით გადადებას უკავშირდება.

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე საკვები პროდუქტების გაცემის პროცესს ისნის რაიონში მდებარე N182 ბაგა-ბაღში გაეცნო.

მისი თქმით, საბავშვო ბაღში ახალი სააღმზრდელო წლისთვის 500-ზე მეტი აღსაზრდელია რეგისტრირებული და პროდუქტების პაკეტს ყველა მსურველი მიიღებს.

„მოგეხსენებათ, ქალაქის მერის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტი მარტიდან ივნისის ჩათვლით უკვე განვახორციელეთ და პროდუქტი შვიდ ეტაპად გაიცა. ნობათები, ჯამში, 50 000-ზე მეტმა აღსაზრდელმა მიიღო. პროდუქტების გაცემისას დაცული გვაქვს COVID-19-ის პრევენციისთვის დადგენილი რეგულაციები და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. იმედი გვაქვს, რომ პროცესი ამჯერადაც უსაფრთხოდ წარიმართება“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მსგავსი თემები