„პოლიტიკური უმცირესობა ანიავებს იმ ძალადობრივ რესურსს, რომელიც ოქტომბრის ბოლოსთვის უნდა შემოენახა“ – პრემიერი

„ყველა ცილისმწამებლური განცხადების ავტორი იზიარებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელიც გუშინ რადიკალური პოლიტიკური უმცირესობის შესრულებით ვიხილეთ, ყველას ვაფრთხილებთ, საკუთარი მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა სათანადოდ გაიაზრონ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ დღეებში რადიკალური  პოლიტიკური უმცირესობა ანიავებს იმ ძალადობრივ რესურსს, რომელიც ოქტომბრის ბოლოსთვის უნდა შემოენახა, რაც საარჩევნოდ მომზადებული რევოლუციური სცენარის პრევენციას ეფექტურად უზრუნველყოფს.

„ვერავინ დაამტკიცებს იმას, რომ „ენჯეოების“ მიერ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის გამოქვეყნება ევროპულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამის მიუხედავად, კვლავაც ვრცელდება კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსებისა და ჩინოსნების ცილისმწამებლური ნეგატიური განცხადებები გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით“ – აღნიშნა მან.

 

მსგავსი თემები