„დღეში 500 და 600 პაციენტს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს“ – პროფესორი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„სამნიშნა ციფრი ყველასათვის არასასიამოვნოა, თუმცა ამისი მოლოდინი ყოველთვის იყო, არ შეიძლება ქვეყანა გაჩერდეს იმ მცირე რაოდენობაზე, რაც აქამდე გვქონდა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ – „თსსუ”-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მედიკოსის მოსაზრებით შემთხვევათა ზრდა გამოწვეულია, როგორც ზაფხულის სეზონზე ხშირი გადაადგილებით, ასევე მასობრივი ტესტირებით.

ივანე ჩხაიძის ინფორმაციით დაავადების ახალი შემთხვევებიდან დიდი ნაწილი მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს:

„ზაფხული ასოცირებულია მეტ გადაადგილებასთან და შესაბამისად მივიღეთ ასეთი ციფრი, ამის ახსნა შეიძლება ტესტირების გაზრდილი რაოდენობითაც. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია გაგრძელდება თუ არა ასეთი ტემპით ზრდა, რადგან საქართველოს ჯანდაცვის სიტემა დღეში 500 და 600 პაციენტს ვერ გაუძლებს, თუ ეს რაოდენობა შენარჩუნდება შეიძლება ვთქვათ, რომ მივაღწიეთ, რაღაც პიკს და შემდეგ შევინარჩუნებთ სტაბილურობას.

ეს მარტო ჩვენს ქვეყანაში არაა, საქართველო ვერ იქნებოდა გამონაკლისი.

ყველაზე მთავარი არა ციფრია, თუ რამდენია ინფიცირებული, არამედ ის თუ რამდენია მძიმედ ინფიცირებული პაციენტი, ეს შემთხვევები არ გამოირჩევა განსაკუთრებული სიმძიმით, 80 % – ზე მეტი არის მსუბუქი და საშუალო, ეს მატება განსაკუთრებულ დატვირთვას ვერ შეუქმნის ჰოსპიტალურ სექტორს, ამიტომ ამის მკურნალობა დასაშვებია საკარანტინე სივრცეებში და სახლშიც.

რისკი და საფრთხე არის ერთადერთი, ის რომ თუ ამ 100 შემთხვევებიდან ნახევარი მაინც იქნება მძიმე, ეს სტატისტიკური მაჩვენებელი კი მიუთითებს, რომ ვირუსი მიმდინარეობს მსუბუქად.“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია მბულის და წყაროს მითითება

მსგავსი თემები