ქუთაისში COVID-19-ის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ქუთაისში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, ყველა შემთხვევა 32-ე საჯარო სკოლას უკავშირდება და მეორადი კონტაქტია. რაც შეეხება 24-ე სკოლას, იქ ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ქალაქში მოწყობილ კარავში აღებული ნიმუშებიდან, თუ დინამიკა შენარჩუნდა, კარავს აიღებენ. ჯამში, იმერეთის ლაბორატორიამ 900-მდე ტესტი აიღო.

მსგავსი თემები