“ახლა კორონავირუსის რთული შემთხვევები ნაკლებია, ვიდრე ეს ეპიდემიის დასაწყისში იყო” – თამარ გაბუნია

  •  

თამარ გაბუნიას თქმით, ახლა კორონავირუსის რთული შემთხვევები ნაკლებია, ვიდრე ეს ეპიდემიის დასაწყისში იყო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ვირუსმა ხასიათი გარკვეულწილად შეიცვალა.

„ამის მეცნიერული დასკვნა ჯერ არ არის, თუმცა კლინიცისტების მიერ დამუშავებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ რთული შემთხვევები იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეპიდემიის დასაწყისში იყო“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები