აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 31 056 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 340 პაციენტი

აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით ინფიცირება 31 056 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 340 პაციენტი. შესაბამის მონაცემებს ტელეკომპანია „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკას აწარმოებს.

აშშ-ში კორონავირუსის სულ 6 მილიონ 550 ათასზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული. დაავადებით 194 441 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან „კოვოდ-19“-ის დიაგნოზი აშშ-ში 550 ათასზე მეტ ბავშვს დაუდგინეს.

აშშ პირველ ადგილზეა მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილების რაოდენობით.

მსგავსი თემები