ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით 13 პაციენტი დაემატა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი დაემატა. მათგან 8 ქუთაისის ე.წ. 32-ე სკოლის კლასტერს უკავშირდება, ხოლო დანარჩენი ცაგერის კონტაქტებია.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„ჩვენს კლინიკაში კოვიდინფიცირებული 18 პაციენტი მკურნალობდა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა. დაგვემატა 13 ახალი პაციენტი და ჯამში გვყავს 30 კოვიდდადებითი. ახალი პაციენტებიდან 8 ქუთაისის, ხოლო 5 ცაგერის კლასტერია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, – განაცხადა ნოდარ მაღლაფერიძემ.

მსგავსი თემები