“ჯერჯერობით 5 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა არ არის უიმედო” – თენგიზ ცერცვაძე

“კოორდინაციას ვუწევ მთელი ქვეყნის მასშტაბით პაციენტების მკურნალობის მართვას და ჩემი ინფორმაციით, კრიტიკულ მდგომარეობაშია 5 პაციენტი, დანარჩენების მდგომარეობა ნაკლებად მძიმე და მსუბუქიც კია. მათთან სერიოზულ გართულებებს არ ველით. ჯერჯერობით 5 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა არ არის უიმედო” – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ამჟამად კლინიკებში მდგომარეობა სტაბილური და კარგია.

„კლინიკები გამართულად მუშაობენ, რესურსი საკმარისი აქვთ. ჯერჯერობით, კოვიდ ინფიცირებულებისთვის გამოყოფილი საწოლების რაოდენობა დაახლოებით 450-ია და სულ 131 პაციენტი გვყავს. ამიტომაც, სერიოზული რეზერვით მუშაობენ კლინიკები. მათ შეუძლიათ სამი, ოთხი ამდენი პაციენტი მიიღონ და შემდეგ, როდესაც ეს საკმარისი არ იქნება, არსებობს გეგმა B და C, რაც უკვე ათასი, ორიათასი და სამიათასი საწოლის გამოთავისუფლებას გულისხმობს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები