საპროტესო აქცია პარლამენტთან, დედები ონლაინ სწავლების წინააღმდეგ გამოდიან

  •  

“არა ონლაინ სწავლებას”, – ამ ლოზუნგით გაიმართა საპროტესო აქცია პარლამენტთან, სადაც დედები ონლაინ სწავლების წინააღმდეგ გამოდიან.

„იანვარში სულ 5 მილიარდს ელოდებიან, რომელიც დაერიცხებათ და თუ არ გააწითლეს ქვეყანა, ეს ხუთი მილიარდი არ დაერიცხებათ“ – ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ხატია სიჭინავამ განაცხადა და დასძინა, რომ ონლაინ სწავლებას შედეგი არ აქვს და გაუნათლებელი თაობა არის ადვილად დასამორჩილებელი.

მისივე თქმით წინა სემესტრში მიღებული ცოდნის დონე არის ნული და ბავშვებს არაფერი უსწავლიათ.

„გაუნათლებელი თაობა არის ადვილად დასამონებელი. არანაირი ონლაინ სწავლება! ეს არის სიცრუე, გაუმართავი შეუმდგარი ონლაინ სწავლება. როდესაც ბავშვები სხედან კომპიუტერთან და მასწავლებელს კი არ უსმენენ თამაშობენ, ან უსმენენ და თვალები და თავი სტიკავთ. აავადებენ ძალით ჩვენს შვილებს, როდესაც განათლება არის ნული აქედან მიღებული, შარშანდელი ნახევარი წელი ჩათვალეთ რომ არ უსწავლიათ ჩემს შვილებს არაფერი. წელსაც იგივეს აპირებენ, რომ მთელი წელი გააცდენინონ, იმიტომ რომ იანვარში სულ 5 მილიარდს ელოდებიან, რომელიც დაერიცხებათ და თუ არ გააწითლეს ქვეყანა ეს ხუთი მილიარდი არ დაერიცხებათ,“ – განაცხადა ხატია სიჭინავამ.      

მსგავსი თემები