შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამას პატიმრობა შეეფარდა

  •  

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის მოწმეებზე განხორციელებული მუქარის, მტკიცებულების ფალსიფიკაციის და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე დაკავებულ თამაზ ხომასურიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა და მხარეები სასამართლო სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ.  როგორც პროცესზე დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა, ბრალდებული თავს დამნაშავედ ცნობს. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა. დაცვის მხარემ მოსამართლეს 2 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან არსებობს მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეები.  საქმეზე წინასასამართლო პროცესი 28 ოქტომბერს, 15: 00 საათზე ჩაინიშნა.

მსგავსი თემები