ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თანამშრომლების ტესტი კორონავირუსზე უარყოფითია

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თანამშრომლების ტესტი კორონავირუსზე უარყოფითია. ამის შესახებ განცხადება  არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ გააკეთა. თუმცა მისი თქმით, პრევენციული ზომების გატარება კვლავ გაგრძელდება ინფიცირებულ ჟურნალისტთან ახლო კონტაქტში მყოფი თანამშრომლების მიმართ:

“როგორც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან რამდენჯერმე უნდა ჩატარდეს იმ ადამიანებისა, ვისაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა. ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას, გავამკაცრებთ პირობებს და შევიმუშავებთ შესაბამის პროტოკოლს. რეკომენდაციაა რომ განმეორებითი ტესტები უნდა ჩატარდეს 48 საათში,” – განაცხადა პაატა სალიამ.

მსგავსი თემები