ქუთაისში კორონავირუსზე 998 პირის ტესტის პასუხს ელოდებიან

“ქუთაისში ინფიცირებულების რაოდენობა დღის განმავლობაში არ გაზრდილა”, – ამის შესახებ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 998 ბიოლოგიური ნიმუშია გადაგზავნილი ლაბორატორიაში, მათგან 300-ზე მეტი ტესტი საველე კარავში გაკეთდა.

მათზე პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.

მსგავსი თემები