შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამივე პაციენტი ხელოვნური სუნთვის აპარატიდან მოხსნილია

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთვევის შედეგად დაშავებული სამივე პაციენტი ხელოვნური სუნთვის აპარატიდან მოხსნილია. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე ადასტურებს.

„შატილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ხელოვნურ სუნთქვაზე აღარ არიან. ჩვეულებრივ სპონტანურ სუნთქვაზე არიან. მათი მდგომარეობა სტაბილურია, კონტაქტურები არიან. ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ორის კი დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

შეგახსენებთ, შატილის გზაზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები